მსოფლიო
გულსატკენი იყო იმის ხილვა, როგორ ითვისებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ხალხის მიწებსა და სახლს - აშშ-ის პრესის და ინფორმაციის ატაშე
2019-08-16 16:48:02
აშშ-ის პრესის და ინფორმაციის ატაშე კრის დევენპორტი საოკუპაციო ხაზთან, გუგუტიანთკარში იმყოფებოდა.
„ეს სოფელი გუგუტიანთკარია. აქაურობა სავსეა ულამაზესი ხილის ბაღჩებითა და გასაოცარი ხალხით. დღეს განსაკუთრებით გულსატკენი იყო იმის ხილვა, როგორ ითვისებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ხალხის მიწებსა და სახლს, მათ ხომ მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრება სურთ. ამ ადამიანებს ართმევენ მთელი ცხოვრების მონაგარს და საზოგადოებას ორად ყოფენ. ამის ფონზე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გუგუტიანთკარელების მტკიცე გზავნილების მოსმენა ერთობასა და საქართველოს კეთილდღეობაზე.
დღეს გუგუტიანთკარის ხალხის გვერდით ამაყად ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას" - განაცხადა კრის დევენპორტმა.
კომენტარები