მსოფლიო
,,ეს რუსეთს უნდა ჰკითხოთ" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გუგუტიანთკარში ჩავიდა
2019-08-16 13:23:24
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ლაშა დარსალიას განცხადებით, მიმიდნარეობს ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მიწის მიტაცება შეაჩერონ.
კითხვაზე - რატომ ვერ ხერხდება რუსი ჯარისკაცების მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, მინისტრის მოადგილე პასუხობს - "ეს რუსეთს უნდა ჰკითხოთ".
„ზოგადად, რუსეთი ახორციელებს ბორდერიზაციის პროცესს ზეწოლის მიზნით... რუსეთს უნდა ჰკითხოთ, რას აპირებს მომავალში, ჩვენ ვთქვით, რომ ამჟამად ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია და სახელმწიფო ყველა თავის ხელთ არსებულ მექანიზმს ამუშავებს, რომ ეს პროცესი არ გაგრძელდეს“, - განაცხადა დარსალიამ.
საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერაა.
„გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპაციის საკითხი იდგეს პირველ პლანზე და მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში, გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - ამბობს დარსალია.
კომენტარები