0 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოზურგეთში ქალმა სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი ადგილზე, ჭიანჭველებთან დატოვა

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა. ოზურგეთელმა მედიკოსებმა და პოლიციამ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შემდეგ ახალშობილის პოვნა, რომელსაც დედა საგულდაგულოდ მალავდა, შეძლეს და ის ოზურგეთის „მედალფას“ სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს.

ჩვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 საათს გაგრძელდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ამ წუთისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების თქმით, 31 წლის ოზურგეთელ ქალს ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გამთენიისას საშვილოსნოდან სისხლდენით შემოიყვანა.

ექიმებმა იეჭვეს, რომ ქალი მელოგინე იყო, თუმცა არაერთი კითხვის მიუხედავად, ქალბატონი მომხდარს მალავდა.

ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ქალბატონის საცხოვრებელი სახლის სათხილეში ახალშობილი იპოვა.

„მას მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“, - ამბობს ექიმი. მელოგინე ქალბატონი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები