0 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხანძარი "გალერეა თბილისში"

ხანძრის შემდეგ, „გალერეა თბილისი“ ამ დრომდე პარალიზებულია. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები დილიდან შენობასთან არის შეკრებილები, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.  ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად „გალერეა თბილისის“ ადმინისტრაცია ადგილზე სპეციალისტების მისვლას ელოდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია როდის განაახლებს ფუნქციონირებას სავაჭრო ცენტრი.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ გალერეა თბილისში“ გვიან ღამით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ერთ-ერთ გამწოვს მოედო, რის შემდეგაც კვამლი მთლიან შენობაში გავრცელდა. შენობიდან ხალხის ევაკუაცია სწრაფად განხორციელდა.  მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები