საზოგადოება
რუსეთში ჩიტის დაჯახების შედეგად თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - დაშავებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა
2019-08-15 22:52:52
ჩამოტვირთვა
რუსეთში ავარიული დაშვების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა, მათ შორის 19 ბავშვია. კომპანია "ურალის ავიახაზების" კუთვნილი სამგზავრო ლაინერი დღეს კატასტროფას შემთხვევით გადაურჩა.
"ეარბას 321-ს" მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტიდან აფრენისთანავე თოლია შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთ ძრავს ხანძარი გაუჩნდა. ეკიპაჟმა თვითმფრინავი ავარიულად სიმინდის ყანაში დასვა.
ლაინერი რეისს მოსკოვი-სიმფეროპოლის მიმართულებით ასრულებდა, ბორტზე კი 226 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.
კომენტარები