0 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კულას და მარნეულის ტყემლებში, სუპრემოს ტომატის საწებელში საღებავები აღმოჩნდა

საქართველოს “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 42 დასახელების პროდუქტიდან 6-ში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

ორგანიზაციის მიერ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები, რომელიც გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გაიგზავნა.

"ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, სადაც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა:

შპს "გსქ კულა“ - ტყემალი წითელი, კლასიკური;

შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა - ტრადიციული წითელ ტყემალი;
შპს "ფუდსერვისი“ ტომატის საწებელი Supremo;
შპს "ეს“ - ეს აჯიკა;
შპს Soledo - ჩილი სოუსი ცხარე;
თეთნულდი - მშრალი აჯიკა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები