0 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ რენესთან 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ რენესთან 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 07:00 საათზე მოხდა. გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი და შუახნის ქალი. დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

გარდაცვლილები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია ტრანსპორტის მოძრაობის დარღვევის ან ექსპლუატაციის დარღვევის გამო. მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  


http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები