მსოფლიო
როგორც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლოც არის ნეპოტიზმის ბუდე - ანა დოლიძე
2019-08-14 11:30:44
ამ წუთებში იუსტიციის საბჭოს წევრები კიდევ ორ კანდიდატთან გასაუბრებას იწყებენ. ესენი არიან: თეა ძიმისტარაშვილი და ალექსანდრე წულაძე. 50 კანდიდატიდან იუსტიციის საბჭომ 20 უნდა შეარჩიოს და სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს.
საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პროცესის მიმდინარეობას კვლავ მკაცრად აკრიტიკებენ. ჯანეზაშვილის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, კენჭისყრის პროცედურაა.
"ჩემთვის ამ დრომდე უცნობია როდის ჩატარდება კენჭისყრა, როგორც ჩანს კაბინეტებში აპირებენ ისევ რომ გადაწყვიტონ ეს საკითხი, თვითონ შეთანხმდნენ ერთმანეთთან როდის იქნება კენჭისყრა და წინა ღამეს გვითხრა,ნ როგორც ეს გააკეთეს დეკემბერში და არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი რაღაცეები. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ კენჭისყრაზე შეთანხმება მოხდეს აქ, გათვალსიწინებული იყოს ყველას პოზიცია და გავიგო ბოლოსდაბოლოს როდის იქნება კენჭისყრა,"-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი კი კენჭისყრასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს პასუხობს და აცხადებს, რომ შესაძლოა ის უახლოეს დღეებში, ან სექტემბერში, შვებულებების შემდეგ ჩატარდეს.
"სპეკულირებენ ამ თემით, როდესაც გასაუბრებას დავასრულებთ, ეს მოხდება ხვალ საღამოს რა თქმა უნდა მთელი შემადგენლობით ვიმსჯელებთ კეჭისყრის თარიღის განსაზღვრაზე,"-აცხადებს გვრიტიშვილი.
ანა დოლიძე კი ხაზს უსვამს გასაუბრებების დასასრულს გამოკვეთილ ტენდენციას და აშკარა ნეპოტიზმზე საუბრობს.
"პროცესმა თან გვიჩვენა რომ როგორც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლოც არის ნეპოტიზმის ბუდე. თითქმის ყველა კანდიდატი, რომელიც არის აქ მოსამართლე უკავშირდება თავისი გვარით, ნათესაობით, ამხანაგობით, კურსელობით სასამართლოს თანამშრომლებს, ეს ვითარება არის სავალალოდ ა ხელს უშლის ნორმალური, შრომისმოყვარე და კომპეტენტური კანდიდატების დაწინაურებას. ეს ბუდე ადრე თუ გვიან უნდა დაინგრეს,"-აცხადებს ანა დოლიძე.
კომენტარები