0 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კიბერ შეტევა ტვ პირველზე - არხი პარალიზებულია და ეთერში ვერ გადის

ტვ "პირველზე" კიბერ შეტევა განხორციელდა, არხი პარალიზებულია, ეთერში ვერ გადის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები. ტელევიზიის ინფორმაციით დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც გამოიწვია ტელევიზიის სრული პარალიზება. 

უკვე 6 საათია, ტვ პირველი, ვერ ახერხებს სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენას  ეთერში ვერ გავიდა გადაცემა "საქმიანი დილა" და საინფორმაციო გამოშვება დღის ამბები. 

"დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები,"- ნათქვამია ტვ პირველის განცხადებაში.

ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება, ტვ პირველზე  განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები