საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
2019-08-12 12:34:57
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დათბება და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, 12-15 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 14-15 აგვისტოს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ტემპერატურულ რეჟიმს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხეთ-დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა განსაზღვრავს. ჰაერის ტემპერატურა 12-13 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა, ბარში და მთაში +28, +33, ხოლო 14-15 აგვისტოს +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარები