მსოფლიო
გიორგი გახარიამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
2019-08-08 15:44:15
შინაგან საქმეთა მინისტრი აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს შეხვდა. აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებსა და თავის მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
"დღეს ძალზე მძიმე დღეა. ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, პატივი მივაგოთ და ქედი მოვიხაროთ თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც სიცოცხლე შესწირა 2008 წელს, ომში, ქვეყნის ერთიანობას, თუმცა, ამასთან ერთად, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი უპირველესი ვალია, ვიზრუნოთ მათ ოჯახებსა და პირველ რიგში, მათ შვილებზე. ყოველწლიურად ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ მათ შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს... მათთან ერთად, ქედს ვიხრით და ვგლოვობთ. მათი შვილები ჩვენი შვილებიც არიან “, - განაცხადა გიორგი გახარია.
კომენტარები