0 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქუთაისის მერიამ ომში დაღუპული გმირების ოჯახებს 1000 ლარი ჩაურიცხა

აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილეებთან, ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ქუთაისში, აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების მემორიალს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს.

მემორიალთან გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

ქუთაისის მერიისგან, ცხრავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, 1000 ლარი ჩაერიცხათ.

სასულიერმა პირებმა, მემორიალთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები