0 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დღეა. განსაკუთრებით, თუ საქმე პირადი ცხოვრების მოგვარებას ეხება. იყავით მეტად გაბედული, თამამად გადადგით პირველი ნაბიჯი.

კურო - თუ საკუთარ თავში, შესაძლებლობებში გარკვეული ხართ, ნუღარ დააყოვნებთ და ამოქმედდით. დღეს მეტად მიზანმიმართული და გაბედული უნდა იყოთ. 

ტყუპი - სხვა დროს სხვების აზრის გათვალისწინება არ გჭირდებათ, მოქმედებთ დევიზით: "იცხოვრე და არ შეუშალო ხელი სხვას", მაგრამ დღეს გარშემო მყოფების მოსაზრებები უნდა მოისმინოთ. 

კირჩხიბი - ცოტათი დაბნეული ხართ. შეიძლება იმის გამო, რომ ბოლო დროს ბევრი ადამიანი გაიცანით ან ბევრი პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და მეტი - ძირითად საკითხებს. 

ლომი - დილა პოზიტიურად დაიწყეთ, კარგია მოლაპარაკებების დანიშვნა, უსიამოვნებების მოგვარება. სამსახურშიც და სახლშიც წვრილმანების გამო ნუ იკამათებთ. 

ქალწული - თუ ახალი პროექტებისა და ვალდებულებების გამო მეგობრებთან შეხვედრას ვერ ახერხებთ, მიმოწერა მაინც გქონდეთ მათთან. მოაწესრიგეთ საქმეები, ფიქრები. რაც უფრო მეტად იქნებით ორგანიზებული მით მეტ საქმეს გააკეთებთ

სასწორი - საკუთარი სურვილებით იმოქმედეთ, თუ გაქვთ მუშაობის განწყობა - გააქტიურდით, თუ ხვდებით, რომ -0:13დასვენება და საინტერესო წიგნის წაკითხვა გსურთ, ასე მოიქეცით. შეიძლება გარშემო მყოფების ორპირობამ გაგაკვირვოთ. 

მორიელი - ფიზიკურად კარგ ფორმაში ხართ და ზედმეტ დატვირთვასაც გაუძლებთ. მოემზადეთ, მალე სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება. მოერიდეთ ზედმეტი ემოციის გამოხატვას. 

მშვილდოსანი - დღეს სიახლე (შეიძლება სახლში ახალი მარშრუტით დაბრუნდეთ), ახლის გასინჯვა (კერძი, სასმელი) მოგინდებათ. ზოგიერს ინტერესი გაუჩნდება უცხო კულტურის ან უცნაური ჰობისადმი. 

თხის რქა - კარგი დღე ელის შვებულებაში მყოფ ნიშნებს. გამონახეთ დრო მოგზაურობისა და ექსკურსიისთვის. აგრეთვე, ხელოვნების და მუსიკის მოსასმენად. 

მერწყული - დღეს ყველას დამცველი ხართ. შეიძლება ქუჩაში უცხო ადამიანსაც კი გამოექომაგოთ. გამონახეთ დრო საინტერესო წიგნების, დოკუმენტური ფილმების მოსაძიებლად. 

თევზები - ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. გამარჯვებას პატარ-პატარა ნაბიჯებით მიუახლოვდებით. გარშემო მყოფები საკუთარი მიღწევებით გაამხნევეთ. მეტად გამოავლინეთ სიყვარული ოჯახის წევრებისადმი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები