0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ერთგული ადამიანი არ მიგატოვებთ და ის ვინც თქვენგან წავა, ე.ი. თქვენ გვერდზე ყოფნის ღირსი არ ყოფილა. საღამოს სიმშვიდე მოიმატებს და დაძაბულობა იკლებს. 

კურო - თანამოაზრეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. გაფრთხილდით, გადაამოწმეთ დეტალები. კარგი დღეა მიზნების განსახორციელებლად, ახალი სიმაღლეების დასაპყრობად. 

ტყუპი - ცვლილებები გსურთ და დღეს რამდენიმე სფეროში სიახლეს შეიტანთ. იყავით მეტად აქტიური არ დაკარგოთ დრო ტყუილად. 

კირჩხიბი - მუშაობაშიც და ურთიერთობაშიც მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. საღამო მხიარულ გარემოში, მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი - თუ გულხელდაკრეფილი არ იჯდებით, კარგ შედეგს მიაღწევთ. -0:12კარგი დღეა სწავლისთვის, თვალსაწიერის გასაფართოებლად. აგრეთვე, სასიყვარულო მიმოწერისთვის. 

ქალწული - გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ ხართ და ეცადეთ, გადაწყვეტილებები მათი გავლენით არ მიიღოთ. მათგან მეტი პატივისცემა და თავისუფლება უნდა გქონდეთ. 

სასწორი - გამარჯვება ახლოსაა და მთავარია, თქვენი მონდომება, არ გაჩერდეთ. იმოქმედეთ ყველა წესის დაცვით. საღამოს გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის და დატკბით ცხოვრებისეული წვრილმანებით. 

მორიელი - დასვენების, მომხდარის გაანალიზების დღეა. თუ ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, მეტად გახსნილი უნდა იყოთ. 

მშვილდოსანი - მხოლოდ გართობაზე ნუ ფიქრობთ, მუშაობაც აუცილებელია და მომხდარის გაანალიზებაც. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ნაკლებად გარისკეთ. 

თხის რქა - გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და საქმიან პარტნიორებთან. იყავით მეტად გულუხვი და ერთგული. ყველას დაანახვეთ, რამდენად კარგი პარტნიორი ხართ. 

მერწყული - ორჯერ დაფიქრდით, სანამ რამეს მოიმოქმედებთ. ნუ იქნებით უხეში ახლობლებთან ურთიერთობისას. კარგი დღეა მავნე ჩვევებთან დასამშვიდობებლად. 

თევზები - საინტერესო ცვლილებები გელით კარიერაში. იყვავით დაკვირვებული. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები