მსოფლიო
,,ჩემი გაშვება არის სიმბოლური სიგნალი, რომ ისინი თავისუფალ სივრცეში გააგრძელებენ ჟურნალისტებზე ზეწოლას"
2019-08-06 15:54:13
ჩემი გაშვება არის სიმბოლური სიგნალი, ისინი თავისუფალ სივრცეში გააგრძელებენ ჟურნალისტებზე ზეწოლას - ამბობს "რუსთავი2"-ის უკვე ყოფილი იურისტი თამთა მურადაშვილი. მურადაშვილი სამაუწყებლო კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. იურისტი ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა მისი უფლებები დაარღვია და სამსახურიდან უკანონოდ გაუშვა.
თამთა მურადაშვილი დღეს პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს, რომელიც მას ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. მურადაშვილი ამბობს, რომ ახალი გენერალური დირექტორი, რომელიც თავადაც იურისტია ქვეცნობიერად შურსაც კი გრძნობს.
„მოდი გულწრფელები ვიყოთ, ეს არის ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მაინც ერთგვარი შურის დემონსტრირება, პაატა სალიამ რაც თქვა ჩემს მიმართ, თუ ის თვლის, რომ მე სტრასბურგში წარმატება არ მქონია მაშინ ვკითხავ მას, პირველივე დღეს, როცა შეგვხვდა 19 ივლისს, მან მომთხოვა მე, რომ ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ დროებითი ღონისძიების შესახებ სტრასბურგში და დაკმაყოფილდა მეჩვენებინა ეს დოკუმენტი რა ეწერა იქ. თუ წარუმატებელი იყო ჩვენი საქმიანობა და თუ არ ვართ კვალიფიციური იურისტები, მაშინ რატომ დაინტერესდა ამ დოკუმენტით? ვეტყვი მას, გამოართვას ქალბატონ წულუკიანს და წაიკითხოს, რა გვეწერა და როგორ მივაღწიეთ ამ წარმატებას.
„ჩვენი წარმატება ჯერ კიდევ წინ არის, რადგან დიდი პალატა „რუსთავი2“-ის ყოფილ დამფუძნებლებს წინ აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი2“ შეძლებს გააგრძელოს მუშაობა ოდესმე მაინც, ამათ ხელში ცხადია არა, რომ გააგრძელოს თავისუფალი სიტყვის რეალიზება, როგორც აქამდე აკეთებდა,“-ამბობს მურადაშვილი.
მისივე თქმით, პაატა სალიას მისი გათავისუფლება წინასწარ ჰქონდა განზრახული, ბრძანებაც თავად დაწერა და შესაბამისად სასამართლოში დავაც მასთან მოუწევს.
„პაატა სალიამ რომელიც თვითონ თვლის, რომ მე არ ვარ წარმატებული და თვითონ არის წარმატებული, როგორც იურისტს კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ დასაბუთებული უნდა იყოს ადამიანის სამსახურიდან გაშვება მას არანაირი დასაბუთება არ დაუწერია ჩემს შეტყობინებაში, როგორც ვიცი, მან პირადად შეადგინა ეს დოკუმენტი და არა HR-მა. შესაბამისად, მას მოუწევს სასამართლოში პირადად აგოს პასუხი. რა ანგარიში არ წარვუდგინე გაუგებარია, მარტო ჩემგან რატომ ითხოვდა, ან რა ფორმით სურდა ანგარიში,ან დედლაინი როდის ჰქონდა, მას არაფერი მსგავსი არ უთქვამს ჩემთვის, ითხოვდა ზოგად ინფორმაციას, რაც მივაწოდე, თუ მას რაიმე პრეტენზია ჰქონდა საყვედური უნდა გამოეცხადებინა. მას ჰქონდა განზრახული ჩემი გათავისუფლება, წინმსწრებად გამოთხოვილი ჰქონდა ჩემი ხელშეკრულება და ეძებდა საფუძველს, რომ გავეშვი.
რა თქმა უნდა, ეს კვალიფიციურობასაც აღარ სცდება აქ უბრალოდ არის განზრახვა,რომ მას ჰქონდა ჩემზე ზეწოლის განხორციელების მცდელობა, რომელიც არ გამოუვიდა, ვუთხარი რომ არ წავიდოდი ჯერ, ვიდრე შვებულებას არ გამოვიყენებდი, თუმცა შემდეგ, როგორც ჩანს, მიიღო დავალება სწრაფად ემოქმედა და მან როგორც პირნათელმა შემსრულებელმა გამათავისუფლა შვებულებიდან,“-ამბობს მურადაშვილი.
მისი თქმით, მისი გათავისუფლება სიმბოლური სიგნალი იყო სხვა თანამშრომლებისთვის, რომ უფრო თავისუფალ სივრცეში გააგრძელებენ ისინი ჟურნალისტებზე ზეწოლას.
კომენტარები