მსოფლიო
1 ტომარა ფქვილის ფასმა 2 ლარამდე მოიმატა
2019-08-05 16:31:33
საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავის განაცხადებით, 1 ტომარა ფქვილის ფასმა ბოლო 10-12 დღის განმავლობაში, ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, 1-2 ლარის ფარგლებში მოიმატა, ჯერჯერობით ალბათ, შემდგომი გაძვირება არ იქნება, თუ ლარმა ისევ არ დაიწყო გაუფასურება.
“დღესდღეობით წისქვილკომბინატებში 1 ტომარა ფქვილის ფასი 50 ლარის ფარგლებშია. ზოგან 49 ლარიც ღირს და 51 ლარიც. ეს ფასი ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურებიდან გამომდინარე და დღეს ამ მოცემულობაში ვართ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით ლარის კურსი სტაბილიზაციისკენაა, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჯერჯერობით, ალბათ, შემდგომი გაძვირება არ იქნება, თუ ლარმა ისევ არ დაიწყო გაუფასურება. ძირითადი უარყოფითი ფაქტორი ჩვენთან ეს არის ლარის კურსის ტენდენცია, რადგან დაახლოებით 2.75 კურსზე იყო ფასები დაგეგმილი. გარკვეული გარდამავალი მარაგები ქვეყანაში არის, მაგრამ პროდუქტის ყოველი შემდგომი შემოტანა უფრო ძვირი ჯდება,” - აცხადებს ლევან სილაგავა.
კომენტარები