0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, "რუსთვაი2"-ის წილებისთვის ბრძოლას იწყებს

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, "რუსთვაი2"-ის წილებისთვის ბრძოლას იწყებს. განცხადება  ტელეკომპანიის დამფუძნებლის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ კონსულტაციები იურისტებთან უკვე გაიარა და სამართლებრივი ბრძოლა უახლოეს მომავალში დაიწყება. 

“მე რა თქმა უნდა, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრე გავაგრძელებ მის დაწყებულ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეროსის ღვაწლი, ნიჭი, შრომა არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის საქმეში, არამედ მთლიანად საქართველოს, თავისუფალი მედიის განვითარებისთვის დახარჯული მისი ეს ენერგია, როგორც მინიმუმ ამით მაინც უნდა დაუბრუნდეს.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგად ესმის ქიბარ ხალვაშსაც, ეს კარგად ესმის დღევანდელ ხელისუფლებასაც. მე ყველანაირი უფლება მაქვს, როგორც გავიარე კონსულტაცია ჩემს იურისტებთან მოვითხოვო ეროსის წილი, როგორც მის სამართალმემკვიდრემ და მე ამას გავაკეთებ და დაველოდები უკვე ალბათ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავად ბატონი ქიბარი რას ფიქრობს ამის შესახებ. "რუსთავი 2"-ის 100% დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს. მე პირველ რიგში, ვულოცავ მას ამ გადაწყვეტილებას, ალბათ ძალიან გამორჩეული ადამიანი უნდა იყო, რომ შენს სასარგებლოდ, ესე არაფრით, დაუმსახურებლად მიიღო ესეთი საჩუქარი. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი შემთხვევით მოხვდა ამ ტელევიზიაში და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ეს მე პირადად, რაღაც აბსურდის თეატრს მაგონებს“ - განაცხადა ია კიწმარიშვილმა. 

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები, დღეს, მის საფლავზე შეიკრიბნენ. "რუსთავი2"-ის დამფუძნებელი 55 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრებს, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგაც თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და დარწმუნებულები არიან, რომ საეჭვო ვითარებაში, მომხდარი სასიკვდილო გასროლა, სწორედ "რუსთავი2"-ის საქმეს უკავშირდება.  

„დღეს არის ეროსის დაბადების დღე, 55 წლის გახდებოდა და დღეს ამ ადგილას, ვხვდებით მის დაბადების დღეს, სამწუხაროდ. რაც შეეხება მისი გარდაცვალების საკითხს, აქედან 5 წელი გავიდა და ჩვენ საგამოძიებო სტრუქტურებიდან არაფერი ახალი არ გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. ბევრი რაღაც დახურულია ნაწილია ამ საქმეში, რომელიც არ არის ბოლომდე გამოძიებული, პასუხები არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ამაში ყველაფერში ჩანს ამ ორგანოების ნება, რომ საქმე არ ყოფილიყო ისეთი მიმართულებით წასული, სადაც მათ გაუჭირდებოდათ რეალური მიზეზების დადგება. მარტივად და ერთფეროვნად იმუშავეს და შედეგი ყველამ კარგად ვიცით“ - აცხადებს ზურა კიწმარიშვილი.


http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები