საზოგადოება
პროკურატურა "რუსთავი2"-ის კონტრაქტორ კომპანიებში შევიდა
2019-08-01 15:34:48
პროკურატურა "რუსთავი2"-ის კონტრაქტორ კომპანიებში შევიდა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პროკურატურა შევიდა კომპანია "ინტერმედიაში", სწორედ ეს ფირმა ახორციელებს "რუსთავი 2"-ის სარეკლამო მომსახურების გაყიდვას.
"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები"სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა,"-ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები