0 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში 40 წლის მამაკაცი ბინაში შეიპარა და 11 წლის გოგოსთან სექსუალური კონტაქტი სცადა

მოსამართლე დავით მამისეიშვილი დღეს, 31 ივლისს, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს ტ.ხ.-ს საქმეს. მას პროკურატურა სხვის ბინაში უკანონო შეღწევას, ასევე, 11 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება. ბრალდებული კაცი 40 წლისაა. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული ბათუმში მდებარე იტალიურ ეზოში, ერთ-ერთ ბინაში, დაუკითხავად შევიდა მაშინ, როცა იქ 11 წლის გოგოს მარტოს ეძინა. შემთხვევა დღისით მოხდა. გოგო დედასთან ერთად ცხოვრობს, დედა კი ამ დროს სახლში არ იყო.

გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, გოგოს შიშველი ბრალდებული ლოგინში ჩაუწვა და მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა. გოგომ ბინიდან გამოსვლა მოახერხა და მეზობელს შველა სთხოვა. დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთს არ იცნობენ.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დაზარალებულად მიჩნეული გოგოს დედას ქალაქიდან იცნობდა. დედამ უკვე მისცა ჩვენება გამოძიებას ბრალდებულის წინააღმდეგ.

ბრალდებულის ადვოკატის, სოლომონ კოჩალიძის თქმით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს. ის წინასწარ პატიმრობაშია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ამ ეტაპზე, ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმება არ განიხილება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები