საზოგადოება
"რა უნდოდა მა დედა... რას მოეთრეოდა აქციაზე თვალიც ექნებოდა და ფეხიც"- პოლიციის უფროსმა აქციაზე მაკო გომურს შეაგინა და გამოსარჩლებისათვის აქციის მონაწილე სცემა
2019-07-31 16:51:28
გურიის პოლიციის დეპარტამენტის ბახვის პოლიციის უფროსმა, მამუკა ჯანანაშვილმა მაკო გომურს დედა შეაგინა და 20 ივნისის ღამის დაზარალებულის გამოსარჩლებისათვის აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძე სცემა - აღნიშნული ინცინდენტის დეტალებზე, გურიის მოამბე წერს.
ინცინდენტი წუხელ გვიან შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციის წინ მიმდინარე აქციაზე მოხდა:
"რა უნდოდა მა დედა... რას მოეთრეოდა აქციაზე თვალიც ექნებოდა და ფეხიც" გაიძახოდა ხმამაღლა შეკვეთილის აქციის მიმდინარეობისას ჯანანაშვილი და აქციის ერთერთ მონაწილეს, გიორგი დიასამიძეს გომურის გამოსარჩლების გამო ხელი სახეში რამდენჯერმე დაარტყა.
" გურიის მოამბე"
კომენტარები