0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ი და­ტო­ვა

„კუ­რი­ე­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტმა, თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძემ, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ი  და­ტო­ვა. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. 

„13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.

ვწუხვარ რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან - გადაწყვეტიკება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.

სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა რუსთავი 2-ს გამოცდილებისათვის. 
პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები.

ერთი ვიცი - ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ...“, - წერს თეონა ცხომელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები