0 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"განგაშის ზარების შემორტყმის აუცილებლობა არ არის"- ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლარის კურსზე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე ლარის კურსზე  bm.ge-თან  საუბრისას აცხადებს, რომ რეალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზი არ იძლევა განგაშის ზარების შემორტყმის აუცილებლობას. მას მთავრობის და ეროვნული ბანკის კომპეტენციაში ეჭვი არ შეაქვს და ამბობს, რომ ამ ნაწილში ყველა მხარე მუშაობს. 

„მკითხაობის რეჟიმშია მოკლევადიანი ლარის კურსის შემთხვევაში შეფასებების გაკეთება. მეც მკითხრავი ვიქნები თქვენთან. 

მთავრობისა და სებ-ის კომპეტენციაში მე ეჭვი არ შემაქვს. ამ ნაწილში ყველა მუშაობს. რა თქმა უნდა იქონია სუბიექტურმა ფაქტორებმა გავლენები, ასევე მოქმედებს მეზობელ ქვეყნებში მაკროეკონომიკური პროცესები, თუმცა თუ ცივი გონებით შევხედავთ, რეალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, როგორც სხვა ექსპერტებიც ამას აღნიშნავენ, არ არის განგაშის ზარების შემორტყმის აუცილებლობა. პროცესი მიმდინარეობს და რაც უფრო ნაკლები იქნება ჩემნაირი ექსპერტული შეფასებები ამ საკითხზე, უკეთესი იქნება“-აცხადებს bm.ge-თან ნიკოლოზ ალავიძე. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იმ ფაქტორებს ასახელებს, რაც ლარის კურსზე ახდენს გავლენას. 

„ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. 

იყო რა თქმა უნდა მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები,ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა ეს აისახება ლარზე. 

მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა. ჩვენი საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება. დარწმუნებული ვარ ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება“-აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები