მსოფლიო
ტყვიაგაუმტარი მინები და თხრილები - შეკვეთილში, ივანიშვილი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
2019-07-29 13:32:21
ტყვიაგაუმტარი მინები და თხრილები - შეკვეთილში, ოლიგარქი, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. სავარაუდოდ ფაქტი, მიმდინარე აქციებს უკავშირდება. ივანიშვილის სასახლესთან თვეზე მეტია, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა ოლიგარქის ფავორიტი მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.
„ეზიდებიან ბრონირებულ შუშებს და თავდაცვით საშუალებებს და ამ ყველაფერს განათავსებს, როგორც საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ასევე, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე. ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია, ის დამფრთხალია და ფიქრობს, რომ შუშის კედლები უშველის, მას არავინ არ ებრძვის იარაღით, მას კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება,“ - განაცხადა ენმ-ს წევრმა დავით მჟავანაძემ.
კომენტარები