0 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მურთაზ ზოდელავა ივანიშვილის მიერ გაცემული ორი განკარგულების შესახებ: ოქრუაშვილის დაკავება და სამხარაულის ბიუროს გაუქმება

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი და ერთერთი ლიდერი, მურთაზ ზოდელავა ივანიშვილის მიერ გაცემული ორი განკარგულების შესახებ საუბრობს.

პირველი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხება. მეორე კი, სამხარაულოს სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გაუქმების საკითხს.

მურთაზ ზოდელავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილს მოახსენეს რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ოქრუაშვილის მიერ გაცემულ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა და ამის შესახებ ივანიშვილს მოახსენეს, მან ოქრუაშვილის დაკავება და ექსპერტიზის ბიუროს გაუქმება ბრძანა. მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გაუქმება.

"ხალინ ბევრი ადამიანი საუბრობდა იმაზე, რომ ოქრუაშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო მყისიერად და დაუყოვნებლივ, რადგან შეატყობინეს იმის შესახებ, რომ ხელმოწერა ნამდვილად ქიბარ ხალვაშის იყო იმ ერთ-ერთ დოკუმენტზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა წარადგინა სამხარაულის ბიუროში.

როგორც სახელისუფლებო, კულუარული წყაროები იტყობინებიან, გაიცა ორი განკარგულება ივანიშვილის მიერ: ერთი: დაუყოვნებლივ იქნას დაკავებული ოქრუაშვილი ნებისმიერი ფორმით და მეორე: აგაუქმებული იქნას მთლიანად სამხარაულის ბიურო, რადგან მას მოახსენეს, რომ სამხარაულის ბიუროში დადგინდა, რომ ეს ხელმოწერა იყო ავთენტური,“ – განაცხადა ზოდელავამ.

შეგახსენებთ რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ოქრუაშვილმა წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია რუსთავი 2 მას ეკუთვნის და ქიბარ ხალვაშზე მხოლოდ ფორმალურად იყო გაფორმებული. სავარაუდოდ, სწორედ ამ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა ექსპერტიზამ, რომლის შემდეგაც ოქრუაშვილი მოგონილი ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები