საზოგადოება
"არის თემები, როცა გვმართებს აქტიურობა ისე, როგორც შეგვიძლია - ჩვენი მშვენიერი ქვეყნის მომავლისათვის. ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა..."
2019-07-26 12:36:59
"გამარჯვების, რომელიც უკვე ახლოსაა და ის თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული"- ამის შესახებ კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში წერს:
"მეგობრებო, ძალიან ძნელია ამ შიმშილით და სიღარიბით სავსე ქვეყანაში ვინმე შეაწუხო...
ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობლად აღარიბებს ყველას, საკუთარი კლანის გამდიდრების ხარჯზე.
თუმცა, არის თემები, როცა გვმართებს აქტიურობა ისე, როგორც შეგვიძლია - ჩვენი მშვენიერი ქვეყნის მომავლისათვის.
ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა...
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეხიდება და გვერდით დგომა - თავისუფლების მორიგი ბლოკ-პოსტის ასაშენებლად.
ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით კეთდება ახალი ტელევიზია - ივანიშვილის რეჟიმის შემაკავებელი ფაქტორი. გამარჯვების ფორმულა.
გამარჯვების, რომელიც უკვე ახლოსაა და ის თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული.
Nika-ს და მის გუნდს გამოუვა.
ყველას ერთად გამოგვივა - საქართველოსთვის"
კომენტარები