0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არის თემები, როცა გვმართებს აქტიურობა ისე, როგორც შეგვიძლია - ჩვენი მშვენიერი ქვეყნის მომავლისათვის. ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა..."

"გამარჯვების, რომელიც უკვე ახლოსაა და ის თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული"-  ამის შესახებ კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, ძალიან ძნელია ამ შიმშილით და სიღარიბით სავსე ქვეყანაში ვინმე შეაწუხო... 

ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობლად აღარიბებს ყველას, საკუთარი კლანის გამდიდრების ხარჯზე. 

თუმცა, არის თემები, როცა გვმართებს აქტიურობა ისე, როგორც შეგვიძლია - ჩვენი მშვენიერი ქვეყნის მომავლისათვის. 

ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა...

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეხიდება და გვერდით დგომა - თავისუფლების მორიგი ბლოკ-პოსტის ასაშენებლად. 

ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით კეთდება ახალი ტელევიზია - ივანიშვილის რეჟიმის შემაკავებელი ფაქტორი. გამარჯვების ფორმულა. 

გამარჯვების, რომელიც უკვე ახლოსაა და ის თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული.

Nika-ს და მის გუნდს გამოუვა. 

ყველას ერთად გამოგვივა - საქართველოსთვის"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები