0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძლიერი წვიმა, ქარი და ზღვაზე 5 ბალიანი შტორმი - საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ივლისიდან 26 ივლისის დილის საათებამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები