0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უნდოდათ, რომ პოლიციელს ფიზიკურად დავპირისპირებოდი და მერე დამიჭერდნენ - მაჩალიკაშვილი

უნდოდათ, რომ პოლიციელს ფიზიკურად დავპირისპირებოდი და მერე დამიჭერდნენ - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა, რომელსაც პარლამენტის წინ კარვის დადგმის უფლება არ მისცეს. მაჩალიკაშვილის ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმებოდა.

პოლიციამ მაჩალიკაშვილს განუმარტა, რომ მიზეზი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო. მერიაში კი განაცხადეს, რომ პარლამენტის წინ მსგავსი არაფერი იგეგმება.  სწორედ ამ ურთიერთგამომრიცხავი განმარტებების გამო, მაჩლიკაშვილს შესაძლო პროვოკაციაზე უჩნდება ეჭვები. 

მაჩალიკაშვილი ასევე ამბობს, რომ ის ახლა უკვე ორ კარავს გაშლის, ერთს პარლამენტის წინ, მეორეს კი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები