0 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია თსუ-ს სტუდენტური კონკურსის „მისიის“ გამარჯვებულებს გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პიარსა და მარკეტინგში ყოველწლიური კონკურსის „მისია 2019“ ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. სტუდენტური კონკურსი თსუ-ს ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. კონკურსი წელს მეშვიდედ ჩატარდა. „მისიის“ პირველ ტურში მონაწილეებმა უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული დავალება შეასრულეს, კონკურსის მეორე ეტაპზე კი, ჟიურის მიერ შერჩეულმა ხუთმა ფინალისტმა გუნდმა ბაზისბანკისგან მიიღო დავალება – განათლების ხელშემწყობი კამპანიის წარდგენა. ფინალისტი გუნდებიდან სამი საუკეთესო კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ „ბაზისბანკი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თამარ ხადური, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს პროგრამული დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამას“ დამფუძნებელი თაკო როდონაია და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მარკეტინგის მენეჯერი, მწერალი დათო გორგილაძე, ფინალურ ტურში გასული ხუთი გუნდიდან პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „100%“ მეორე ადგილზე - გუნდი „კანუდოსი“, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „Creative Thinkers.“ გამარჯვებულ სამეულს ბაზისბანკისგან ფულადი თანხა გადაეცა: პირველი ადგილის მფლობელ გუნდს 2500 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს – 1500 ლარი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს – 1000 ლარი, ხოლო ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია 500 ლარის ოდენობით მიიღო პირველი ადგილის მფლობელმა გუნდმა „პროექტისთვის“ „მაღალმთიან რეგიონებში ქალთა ფინანსური განათლების ხელშეწყობა ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად“. „საუკეთესო პროექტს, რომელიც გავიდა პირველ ადგილზე, არ შემოვდებთ თაროზე. „ბაზისბანკი“ უზრუნველყოფს ამ პროექტის ხორცშესხმას და რეალობაში განხორციელებას პროექტის ავტორებთან ერთად. ჩვენ მოხარულები ვართ, ვიყოთ ახალი და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან პოპულარული „ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიის“ მხარდამჭერი კომპანია. ვთვლით, რომ ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების საფუძველს განათლებული თაობის აღზრდა წარმოადგენს“ - აღნიშნა „ბაზისბანკი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ ხადურმა. ნიკო ნიკოლაძის პრემიის დაარსების ინიციატორი საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაა. პრემიის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში ბიზნეს-კომპანიებთან თანამშრომლობით ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულებს გადაეცემათ საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საუნივერსიტეტო პრემია. „პრემიის დაარსების მიზანია ნიჭიერი სტუდენტების წარმოჩენა, პრემია ამ წლის მარტში დავაარსეთ, პირველი პრემია კი თსუ-ს კონკურსის გამარჯვებულებს გადავეცით, შემოდგომაზე დაგეგმილი გვაქვს სხვა უნივერსიტეტებთანაც თანამშრომლობა. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარებას და ბიზნესის საჭიროებებთან მორგებული სწავლებისთვის ცვლილების ხელშეწყობას, - აღნიშნა „ჯეპრას“ კონსულტანტმა რუსუდან უსტიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...