0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ

დაპირისპირება პარლამენტის შენობასთან - პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, კარვის გაშლის უფლება აღარ მისცეს.

კარავი, რომელშიც თითქმის ერთი წელია მალხაზ მაჩალიკაშვილი 19 წლის შვილის მკვლელობას აპროტესტებს და ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის აღებას ელოდება, პოლიციამ 20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ აიღო. 

"ე.ი. გამოდის, რომ აქ რომ დაასახიჩრეთ ეს ახალგაზრდობა იმისთვის გააკეთეთ, რომ ჩემი კარვები დაგეშალათ? როგორ გამოვხატო, მე პანკისის ხეობიდან ვარ. თქვენ კი არა, მთელმა საქართველომ იცის, რომ 11 თვე ვდგავარ, მქონდა კარვები გაშლილი,ისიც იცით რა გამოვიარე და რა დღეში ჩამაგდეთ, სახელმწიფომ,“-მიმართა მაჩალიკაშვილმა სამართალდამცველებს. 

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილს განუმარტეს, რომ მერიის გადაწყვეტილებით კარვის დადგმა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვეღარ მოხდება.

„კარვის გაშლის უფლებას არ ვაძლევთ იმის გამო, რომ მიმდინარე ტერიტორიაზე იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ აქ კარვები არ უნდა იყოს გაშლილი,“-ამბობს შს სამინისტროს წარმომადგენელი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კი პირობას დებს, რომ რუსთაველზე, პარლამენტის წინ კარავს გაშლის და მასში პროტესტსაც გააგრძელებს.მისი თქმით, თუ ამის უფლებას არ მისცემენ მხარდამჭერებს შეკრებს და ხელისუფლებას აიძულებს მის მოთხოვნებს დათანხმდნენ.

„მაჩალიკაშვილის საქმე ამათთვის არის ატომური ბომბი, იმიტომ რომ ესენი არიან ძალიან თანამდებობის მოყვარე ხალხი. ამათ დააშავეს, ამათ ადგილზე ასეთ დანაშაულჩადენილი ხელისუფლება უნდა გამქრალიყო, არა თანამდებობიდან, ქვეყნიდანაც კი.

ამათ ჰგონიათ, რომ თუ აქ მაჩალიკაშვილი კარავს არ დადგამს, გადარჩებიან. არ გადარჩებიან, ყველა აღმოჩნდება ჯოჯოხეთში. ეს ნაძირალათა ხროვა,ყველა. მე დავდგამ კარავს, დღეს თუ დამიშლიან, ხვალ დავუძახებ 30-40 ათასს კაცს და დავდგამ,“-ამბობს მაჩალიკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...