0 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ყალბი დოკუმენტებით, ქონების მიტაცების მცდელობა - დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ დავით დვალის სახელით, ადვოკატმა, ნინო ბარაჩაშვილმა  პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ბარაჩაშვილი აცხადებს, რომ სარჩელის შეტანის მიზეზი, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ყალბი დოკუმენტებით, ქონების მიტაცების მცდელობაა.  

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი2“-ს მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოცხადდა, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს,რომ "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი თვითონაა.

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის განცხადებით, კი დოკუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში ჩივის და "რუსთავი2"-ის დაბრუნებას ითხოვს, ყალბია. ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას სწორედ გაყალბებული დოკუმენტის გამო გამოძიების დაწყებას სთხოვენ.

ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებას ითხოვდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები