0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ეს არის რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამონარიდი"- რას ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ნიკა გვარამიას შესახებ დოკუმენტში?

"ნიკას არასოდეს ედავებოდნენ საჯარო სამსახურის პერიოდზე. ევროსასამართლოს ნიკას სისხლის სამართლებრივ დევნაზე სრული ინფორმაცია ქონდა, თანდართული მასალებით." - ამის შესახებ იურისტი, თინა ბურჯალიანი სოციალურ ქსელში წერს და  "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამონარიდს აქვეყნებს:

"ეს არის რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამონარიდი. აქ სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი: "დანიშვნიდან მალე, 2012 წლის 12 დეკემბერს, ნ.გ-ს (ნიკა გვარამიას) მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, კორუფციული დანაშაულისათვის, რომელიც მან სავარაუდოთ ჩაიდინა 2009 წელს, როდესაც მთავარი პროკურორის მოადგილე იყო." 

ეს რა თქმა უნდა არასწორია. ნიკას არასოდეს ედავებოდნენ საჯარო სამსახურის პერიოდზე. ევროსასამართლოს ნიკას სისხლის სამართლებრივ დევნაზე სრული ინფორმაცია ქონდა, თანდართული მასალებით. 

ვისაც გონია რომ ეს ნიკას ან იურისტების შეცდომაა და არა გადაწყვეტილების ავტორების დაუდევრობა, იმ ხალხთან ამ გადაწყვეტილების იურიდიულ დეტალებზე კამათს აზრი არ აქვს. 

P.S. ასეთი მარგალიტები ბევრია?- წერს თინა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები