პოლიტიკა
ლავროვი: საქართველოს სჭირდება პროქართული არხი
2019-07-19 10:25:03
18 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უპასუხა რუსთავი 2-ის კორესპონდენტის შეკითხვას არხთან დაკავშირებით. რუსთავის 2-ის შეკითხვაზე, რამდენადაა საჭირო საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი, კრემლის საგარეო უწყების ხელმღვანელმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს პროქართული არხი.ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ფეისბუკით რუსეთის კრემლის პრეს-მდივანმა, მარია ზახაროვამ.
ოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.
„მე ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც ეხება საქართველოს შიდა საქმეს, ამ სამართლის საფუძველზე უნდა წყდებოდეს... მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა
კომენტარები