0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

IRI - რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა 46 პროცენტამდე შემცირდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა 46 პროცენტამდე შემცირდა.

კითხვაზე, მხარს უჭერთ, თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან შემდგომ დიალოგს, გამოკითხულთა 46 პროცენტი აფიქსირებს ხმას პოზიტიურად. რაც გასული წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2010 წლის ოქტომბერში დიალოგის მომხრე გამოკითხულთა 84 პროცენტი იყო. 2011-2014 წლებში, დიალოგის მომხრეთა პროცენტი 76-82 პროცენტს შორის მერყეობდა. 2015 წლიდან კი შემცირება საგრძნობლად დაიწყო. 2015 წლის თებერვალში, რუსეთთან დიალოგის მომხრე 65 პროცენტი, 2017 წელს 57 პროცენტი, მიმდინარე წლის ივნისში კი მხოლოდ 46 პროცენტი იყო.

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები