0 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულებულია დავა პალატის დონეზე - წულუკიანი

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულებულია დავა პალატის დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„დაუშვებლად ცნო როგორც დაუსაბუთებელი, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ საჩივრის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, ასევე ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება მოსამართლე ნინო გვენეტაძეს; ერთხმად დაუშვებლად ცნო სამივე მომჩივანის, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება. რაც შეეხება მოსამართლეებს – ურთმელიძესა და თოდუას, ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში. რაც შეეხება ურთმელიძესა და თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილია ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ სამართლიანი სასამართლოს ამ ორ კომპონენტში წინააღმდეგ მისცა ხმა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უაროფილ იქნა როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“. ეს არის საქმის სარეზოლუციო და სხვა ნაწილების მოკლე შეჯამება. გადაწყვეტილება არის 100-ზე მეტი გვერდისგან შემდგარი, შესაბამისად, მის სამოტივაციო ნაწილს ჩვენც და მოწინააღმდეგე მხარე დეტალურად მომავალში გავეცნობით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები