მსოფლიო
,,პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო აბსოლუტური ტყუილი"
2019-07-16 15:33:57
გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სტუდენტების შეხვედრაზე ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო აბსოლუტური ტყუილი – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა.
ხატია მოისწრაფიშვილი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გერმანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებს უწიგნურები უწოდა.
მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი შეხვედრაზე არ ყოფილა გაღიზიანებული და პასუხი გაეცა ყველა კითხვას.
„ქართველი სტუდენტების და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის დროს გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, იყო აბსოლუტური ტყუილი. შეხვედრაზე არ თქმულა არც ერთი სიტყვა რომელიც გავრცელდა, პრეზიდენტი არ ყოფილა გაღიზიანებული, ხაზს ვუსვამ, პასუხი გაეცა ყველა კითხვას, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით. არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიაზიანება და არსად არ ისმის ის სიტყვა, რომელზეც საუბრობენ სიუჟეტებში“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს გუშინ შეხვდა. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც კითხვა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და ასევე დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დაისვა.
შეხვედრის მონაწილეების ნაწილმა განაცხადა, რომ კრიტიკული კითხვების გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მათ მეტი წიგნიერებისკენმოუწოდა.
მონაწილეებმა 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა ცალ თვალზე ხელის აფარებით გააპროტესტეს.
კომენტარები