საზოგადოება
ეს არის სიბრიყვე, ვის ატყუებთ? - არქიმანდრიტი ილარიონი დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ხელისუფლებას მიმართავს
2019-07-16 11:56:14
დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი ხელისუფლებას უმოქმედობაში და საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს.
არქიმანდრიტი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე, ხელისუფლება კი ამბობს რომ პრობლემა არ არსებობს.
"ხელისუფლების მხრიდან გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. ეს საკითხი ასე მარტივად არ მოგვარდება. ტელევიზიით გამოდიან და ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს პრობლემა არ არის,"-ამბობს სასულიერო პირი.
კომენტარები