მსოფლიო
"გახარიას უწყება, სრულიად უკანონოდ იჭერს და ციხეში ერეკება იმ გმირებს, რომელიც ზვიად გამსახურდიას სავარძელში ოკუპანტი გავრილოვის ჯდომას აპროტესტებდა"
2019-07-16 01:00:16
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია 20 ივნისის ანტისაოკუპაციო მიტინგზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კიდევ 4 პირის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"კიდევ 4 პირი დააკავეს გავრილოვის საქმეზე.
გახარიას უწყება, სრულიად უკანონოდ იჭერს და ციხეში ერეკება იმ გმირებს, რომელიც ზვიად გამსახურდიას სავარძელში ოკუპანტი გავრილოვის ჯდომას და ქვეყნისთვის თავლაფის დასხმას აპროტესტებდა და დიახ, წინააღმდეგობასაც უწევდნენ იმ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი ქართული ოცნება!
პირადად ჩემთვის, 20 ივნისის შემდეგ ეს ხელისუფლება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესების ღიად გამტარებელ საოკუპაციო რეჟიმს.
კატეგორიულად ვაცხადებ, არავის მოსვლია შეტაკება სპეცდანიშნულების რაზმთან! ეს იყო ივანიშვილ/გახარია/ჩუბინიძის რაზმი და არა ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმი!
ისინი წარმოადგენდნენ ქვეყნის საოკუპაციო რეჟიმს და არა ამ ქვეყნის სუვერენულ ხელისუფლებას! ისინი ემსახურებოდნენ რუსეთის ფედერაციას და არა საქართველოს!
ეს პირები კი, რომლებიც დააპატიმრეს, ემსახურებოდნენ საქართველოს თავისუფლებას და ძალიან მალე თავადაც თავისუფლები იქნებიან კვლავ "
კომენტარები