0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ რუსული ოკუპაციის გამო" - ჯო ბაიდენის მრჩეველი ანტისაოკუპაციო აქციების შესახებ

ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩეველი, თავდაცვის საკითხებში მაიკლ კარპენტერი ტელეკომპანია ალჯაზირასთან ინტერვიუში აცხადებს რომ საქართველოში მშვიდობიანი პროტესტით სამოქალაქო საზოგადოება უკმაყოფილებას გამოხატავს მთავრობისა და ოკუპაციის მიმართ.

 "რაც გასაოცარია ამ აქციებში, არის ის, რომ ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ეს თითქმის სრულიად მშვიდობიანი პროტესტია, რომელსაც ქართველების ახალგაზრდა თაობა წარმართავს. 

 ისინი უკმაყოფილოები არიან იმით, რაც ხდება: მთავრობით... რაც ყველაზე მთავრია, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ რუსული ოკუპაციის გამო და ეს არის ის, რაც მობილიზებას უკეთებს ამ აქციებს.  

მთელ რეგიონში საქართველოს ერთერთი ყველაზე მობილიზებული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები