პოლიტიკა
ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფისთვის ხაშურის საკრებულოს დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან” გარიცხეს
2019-07-15 18:05:30
ხაშურის საკრებულოს დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან”, ალექსანდრე სიმონიშვილი, რომელმაც “ფეისბუქზე” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასადმი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, პარტიიდან გარიცხეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, დაუდასტურა.
აღნიშნულის შესახებ ცნობა თავდაპირველად გაავრცელა თავად ინგა გრიგოლიამ და მადლობა გადაუხადა ინაშვილს სიმონიშვილის შეურაცხმყოფელ კომენტარზე რეაგირებისათვის.
“დაატოვებინეს “პატრიოტთა ალიანსის” რიგები ამ კაცს მას მერე, რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე. ირმა ინაშვილი -ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადეკვატური რეაგირებისთვისს. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია”, – წერს გრიგოლია.
კომენტარები