0 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა "- ასე დახვდნენ სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ფოტოსურათს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ პროტესტის ნიშნად, საქართველოს პრეზიდენტს, თვალზე ხელაფარებულები შეხვდნენ

"არაფერი პირადული, უბრალოდ ძნელია მშვიდად ისაუბრო როდესაც ხელისუფლების მიერ თვალგამოთხრილი გოგონა, შეხვედრის ადგილიდან არც თუ ისე შორსაა ამ ქალაქშივე. ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა, როდესაც მისი ქმედებები მოალაქეებს აზიანებს.

 ჩვენ გვსურს ჩვენს შვილებს შეეძლოთ პროტესტი გამოთქვან და ამის გამო მათ მთავრობამ თვალები არ დათხაროს. სხვა ყველაფერზე შეიძლება კამათი.

სოლიდარობა ყველას, ვინც გულწრფელად აპროტესტებს!"- წერს გამრეკელაშვილი


კომენტარები

მსგავსი სიახლეები