პოლიტიკა
"წარმოიდგინეთ, პატრულ ინსპექტორს აგრესიული დამნაშავე თავს რომ დაესხას, უნდა უთხრას, დადექი 10 მეტრში და გესვრიო?"
2019-07-15 12:24:52
20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების შედეგებზე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ ისაუბრა:
" რა მანძილიდან არის ნასროლი, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. როცა მომიტინგე გყავს წინ, იცი, რა მანძილიდან უნდა ისროლო, მაგრამ როცა თავს გესხმის, მაშინ შეუძლებელია მანძილის გაკონტროლება. წარმოიდგინეთ, პატრულ ინსპექტორს აგრესიული დამნაშავე თავს რომ დაესხას, უნდა უთხრას, დადექი 10 მეტრში და გესვრიო? გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო თავდასხმა. ეს არის არალეტალური ტყვია, რომელიც დაშვებულია სამინისტროს ბალანსზე და მისი საჭიროების მიხედვით გამოყენება განისაზღვრება კანონით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა იმ ტყვიების გამოყენება უკანონო.
- პროკურატურამ განაცხადა, რომ რეგიონებშიც იგეგმებოდა არეულობები. მტკიცებულება არსებობს?
- გამოძიება აქტიურ ფაზაშია, მიმდინარეობს გამოკითხვები. რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა დაჰკითხეს, განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ გამოძიება მიდის იქითკენ, რომ შესაბამისი შედეგი დადგეს.
- თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ სხვა შემთხვევების მსგავსად ამჯერადაც არ მივა ბოლომდე გადატრიალების მუხლით აღძრული საქმე.
- გადატრიალების მცდელობა იყო, ამ დანაშაულის ნიშნები დაინახა პროკურატურამ. შესაბამისად, მიმდინარე გამოძიებას დაემატა სსკ 315-ე მუხლი, რაც გულისხმობს შეთქმულებასა და ამბოხს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.
კომენტარები