საზოგადოება
დაღუპულია ცოლ-ქმარი, მათი 3 და 5 წლის შვილების მდგომარეობა მძიმეა – ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიისას გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
2019-07-14 10:30:13
ჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ცოლ-ქმარი, არაბი ტურისტები დაიღუპნენ, მათი შვილები, 3 და 5 წლის ბავშვები კი მძიმე მდგომარეობაში არიან კლინიკაში გადაყვანილი.
ავარია ქობულეთში დღეს, 13 ივლისს, საღამოს მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები