0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ მას აქციის დაშლის გადაწყვეტილების მიღებაში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია

გერმანიის ელჩი საქართველოში ადასტურებს, რომ 20 ივნისს პარლამენტში იმყოფებოდა. თუმცა, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ მას აქციის დაშლის გადაწყვეტილების მიღებაში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ განცხადება გერმანიის საელჩომ ცოტა ხნის წინ გავრცელა.

“ყველასთვის ცნობილია, რომ  20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე. რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი  პროცედურების შესაბამისად,“ - აცხადებს გერმანიის ელჩი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები