0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან

ანტისაოკუპაციო პროტესტის ფონზე „პატრიოტთა ალიანსის“  წევრები მოსკოვში მიემგზავრებიან. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი რუს კოლეგებთან შეხვედრას და მათთვის სანქციების მოხსნის თაობაზე საუბარს გეგმავენ. გიორგი ლომია დარწმუნებულია, რომ ეს საქართველოსთვის სასარგებლო ქმედება იქნება.

„პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩასულიყო მოსკოვში. ჩვენ მოსკოვში უნდა შევხვდეთ ჩვენს კოლეგებს, დეპუტატებს, რომ რამენაირად ეს ამოქმედებული სანქციები საქართველოს წინააღმდეგ შევარბილოთ და საბოლოო ჯამში საერთოდ  მოვახსნევინოთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ვიზიტი მოსკოვში სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას,“- განაცხადა გიორგი ლომიამ.

პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე ადა მარშანიამ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, სადაც მან საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა. მარშანიას თქმით, ის პუტინის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. რაც შეეხება იმ განცხადებას, სადაც პუტინი აფხაზების გენოციდზე საუბრობს, დეპუტატი ირწმუნება, რომ ამას ქართველების მხრიდან ადგილი  ნადმვილად ჰქონდა.

„პრინციპში, ზოგადად, ჩვენ მივესალმებით პუტინის განცხადებას, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ძალიან მძიმედ მოისმინა და მიიღო, მიიღო რას ჰქვია, აღსაქმელად მიიღო ეს მისი ასე ვთქვათ, პასაჟი გენოციდზე, ხომ? ცხადია, ჩვენ დავაფიქსირებთ ამას და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია ჩვენ საქართველოში და იცით თქვენ, რომ მათ ასე მართლა მიაჩნიათ ოსებს და აფხაზებს, რომ 92-93 წელს პატარა მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი. თქვენ ეს არ გაგიგონიათ არასდროს? უბრალოდ, ჩვენთან არ არის მიღებული ამაზე საუბარი. გენოციდი იყო ქართველი მოსახლეობის აფხაზეთში, მართლა ასე იყო. დედაჩემი მხარე, გუგუშვილები, სულყველა დამიხოცეს. 13 ადამიანი, სხვათა შორის, მე არასდროს არ მითქვამს ეს საჯაროდ,“- განაცხადა მარშანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები