მსოფლიო
იწყებს არა სისხლის სამართლის დანაშაულზე, არამედ დრამაზე მუშაობას - თინა ხიდაშელი
2019-07-12 16:45:13
„ხელისუფლება პირველი დღიდანვე ახდენს საკუთარი სიმართლის დისკრედიტაციას,“ - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი 20-21 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ხელისუფლება თავის ქმედებებით გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს.
„ხელისუფლება მთელ გამოძიებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და პოლიტიკურ ელფერს აძლევს ამ გამოძიებას, როდესაც იწყებს დრამაზე მუშაობას. არა სისხლის სამართლის დანაშაულზე მუშაობას, არამედ რაღაც დრამატული სცენარის განვითარებას იმისთვის, რომ გაამართლოს დათხრილი თვალები, სისხლი, რომელიც ვნახეთ, ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ, 240 დაშავებული, ჟურნალისტებზე შეტევა და ამ დრამისთვის მას სჭირდება სახელმწიფო გადატრიალება, ისეთი ტიპის დანაშაული, რომლის იქითაც იმაზე უარესი აღარ არსებობს. ნუ რა ვქნათ, ამ დანაშაულის აღსაკვეთად ეს დაგვჭირდა. არ გამოვა, სახელმწიფო დანაშაული არ გამოდის იქიდან, რასაც ჩვენ ვუყურებდით რუსთაველის გამზირზე, ვერც ერთი ახალი რამ ვერ გვითხრა, ვერც გუშინ და ვერც მანამდე შს მინისტრმა, რომელიც იმაში, რაც ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ დამატებით მტკიცებულებებს, იმ ტიპის სინათლეს შეიტანდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებაზე გვეფიქრა და სწორედ ამიტომ, ხელისუფლება თავად ეწევა ამ გამოძიების დისკრედიტაციასაც,“ - განაცხადა ხიდაშელმა.
კომენტარები