0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წერეთელზე, ავტომანქანა ჯერ ქვეითს დაეჯახა, შემდეგ კი "მარშუტკას"

ოპელის მარკის ავტომობილი, ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ამის შემდეგ აღნიშნული მსუბუქი მანქანა ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც ყვითელ მიკროავტობუსში მჯდომი მგზავრი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ავტომობილით კლინიკაში გადაიყვანეს.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის სამსახური, რომლის წარმომადგენლებმაც ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი ექსპერტიზის ცენტრში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები