პოლიტიკა
ბათუმში აქციის მონაწილეებმა პუტინის ბანერს პროტესტის ნიშნად ფეხით გადაუარეს
2019-07-11 12:07:03
ბათუმში აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბანერი გამოფინეს და პროტესტის ნიშნად მას ფეხით გადაუარეს. აქცია საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად იმართება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან.
ბათუმელი ახალგაზრდების პროტესტს თბილისიდან ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეები შეუერთდნენ. ისინი გავრილოვის ღამის და ხელისუფლების განცხადებების გამო, მათ პასუხისმგელობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ბათუმში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მიიტანეს. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ შს მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს.
კომენტარები