0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გახარიას მხარდამჭერი ვიდეოს გადამღები სამი "ემიგრანტი", ბათუმის მერიის სასაფლაოს თანამშრომელია...

"გიორგი გახარიას მხარდამჭერ ვიდეოში ე.წ. ემიგრანტები ამოცნობილები არიან. ერთ-ერთ რგოლში ადამიანები, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებენ, არ გადადგეს, არა ემიგრანტები, არამედ ბათუმის მერიის სასაფლაოების გაერთიანების რიგითი თანამშრომლები არიან. „ქართული ოცნების“ მესაფლავეები კლიპის ავტორმა ემიგრანტებად გაასაღა, ვიდეოს მთავარი გმირები კი მხილების შემდეგ კომენტარს არ აკეთებენ.

ხათუნა ჩაკვეტაძე ერთ-ერთია გიორგი გახარის მხარდამჭერი ვიდეორგოლებიდან. კლიპის ავტორმა ის საზოგადოებას, როგორც ემიგრანტი ისე გააცნო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის არა უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, არამედ "ქართული ოცნების" ბათუმელი მესაფლავეა. ხათუნა ჩაკვეტაძე ბათუმის მერიის ერთ-ერთ აიპ-ში სასაფლაოების რიგითი სპეციალისტია.

ცნობილი ვიდეოს კიდევ ერთი გმირი ეკატერინე ჩიქოვანია. ისიც როგორც ემიგრანტი, ისე გაეცნო საზოგადოებას, თუმცა „ოცნების“ გუნდის პიარის სპეციალისტებმა მასაც ბათუმის სასაფლაოების სახელმწიფო სამსახურში მიაგნეს. მესაფლავე ბათუმიდან დღეს „კურიერის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენამ გააღიზიანა.

ე.წ. ემიგრანტების ვიდეორგოლს მთავარი მოქმედი გმირიც ჰყავს, შინაგან საქმეთა მინისტრის მხარდამჭერ მოწოდებას ელისო ჯობავა ახმოვანებს, ისიც ვითომ ქვეყნიდან გადახვეწილი ემიგრანტია, თუმცა ასევე ბათუმის მერიის აიპის თანამშრომელია.  

ვინ დაავალა საჯარო მოხელეებს გახარიას მხარდამჭერ ვიდეორგოლში მონაწილეობა, ეს არის მთავარი შეკითხვა რომელიც ამ დრომდე უპასუხოდ რჩევა.

ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს რომ სახელმწიფო უწყების თანამშრომლებს გახარიას მხარდაჭერა, სავარაუდოდ, სამსახურის სანაცვლოდ აიძულეს."

 

rustavi2.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები