პოლიტიკა
სააკაშვილი - ჩვენ გვქონდა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე ობამასთან... ამის გაფუჭება შეიძლებოდა?
2019-07-09 23:23:33
მიხეილ სააკაშვილი ლარის კურსის ისტორიულ გაუფასურებას ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი „კვირის აქცენტების“ სპეციალურ გამოშვებაში აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთავრობის არასწორი ეკონომიკური ნაბიჯების შედეგია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მოჭრა ყველა გზა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებდა.
„არაფერი ახალი ველოსიპედის მოგონება არ არის საჭირო. მე თავის დროზე რომ ვიძახოდი სინგაპურიზაციას, სინგაპურიზაცია ჩემი ხუშტური კი არ იყო. ეს არის თემა, რომ შენ ხარ ცენტრი რეგიონის, ყველა გზა შენზე გადის, ყველას უხარია შენთან ვაჭრობა, ყველას უხარია შენი გავლით ოპერაციების წარმოება. ყველას უხარია შენთან ჩამოსვლა, ყველას უხარია შენში ფულის ჩადება. ყველას უხარია შენი სპეციალისტების დასაქმება. დუბაი ამ კონცეფციაზეა აგებული, თავის დროზე ლიბანი ამ კონცეფციაზე იყო აგებული. საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც ჩვენ გვქონდა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე ობამასთან. ამის გაფუჭება შეიძლებოდა?," განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანას ჰქონდა საშუალება ამერიკის ბაზარზე შესულიყო, თუმცა მოქმედმა მთავრობამ არჩია, რომ დამოკიდებული ყოფილიყო რუსეთზე.
კომენტარები